May 12, 2012

ერთი აბზაცი „ნიჰილიზმზე“



    
ხშირად აკრიტიკებენ ახალგაზრდობას და ადანაშუალებენ ნიჰილიზმსა და პოლიტიკურ გულგრილობაში. პარალელად შეგვიძლია გავავლოთ ჰიპების შემდგომი თაობის ცხოვრების წესი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაიზრდნენ მშობლების ამაღლებულ იდეებზე, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და პროტესტის გამოხატვის პერიოდში,
ზუსტად ისინი გახდნენ კონსერვატიული საზოგადოების ყველაზე პრაგმატული წევრები, ორიენტირებულნი ფინანსურ კეთილდღეობასა და წინსვლაზე. არ შეიძლება ორ თაობას გაყვეს მსგავსი დამანგრეველი ენერგია, ჩვენმა წინა თაობამ ოცი წლის განმავლობაში უამრავი რამ მოასწრო, გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, გადატრიალება, სამოქალაქო ომი, რევულუცია. ჩვენი თაობა გაცილებით მშვიდია, რადგან სურვილი აქვს და ამბიცია, ცხოვრებაში გაატაროს და დაამკვიდროს ის ღირებულებები, რომლის გაგონებაზეც წინა თაობა აღგზნებული უკრავდა ტაშს და თვალცრემლიანი ეგებებოდა.


ქენძაბურო ოე


მარტოობა, შიში, სასოწარკვეთილება, ეჭვი, უსუსურობა – ქენძაბურო ოეს პერსონაჟებს ამ განცდებთან ერთად ომისშემდგოინდელი სულიერი კრიზისი, და ერთგვარი გაორებულობა სტანჯავთ.
აღუ–ზეციური ზმანება ჩემთვის ტრაგედიაა, თუმცა არა ამ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობით და გაგებით. ტრაგედიაა, რომელიც ჩუმად და მსუბუქად ვითარდება, და არა სენტიმენტალური და პათეტიკური ემოციების ფონზე.
ტრაგედიაა პირველ რიგში მამისა, რომელიც უარს ამბობს „მცენარესავით უგუნურ შვილზე“ და კლავს. ამ აქტით ისიც კვდება, გადადის მოჩვენებების სამყაროში, უარს ამბობს თავის წარმატებულ კარიერაზე, საყვარელ ქალზე, უარს ამბობს თავის პირად მოგონებებზე, როგორც უარი თქვა შვილისაზე. გაურბის ამქვეყნად რაიმე კვალის დატოვებას, ჭირვეულად მოითხოვს ახალდაგებულ ასფალტზე წაშალონ თავისი შემთხვევითი ნაფეხურები, ყოველდღე გადის ქუჩაში და შესცქრის ცას, ელის, როდის ესტუმრება მისი შვილის უზარმაზარი მოჩვენება.
მკითხველი ვერ გებულობს, შეურაცხადია ის თუ მართლა არსებობს ბავშვის მოჩვენება, ხოლო მთხრობელი, ახალგაზრდა სტუდენტი თავიდანვე გიჟად გამოაცხადებს. ეს უკანასკნელი მზადაა, თანხის სანაცვლოდ აიტანოს პატრონის ახირებები, მაგრამ ბოლოს ისიც თანამონაწილე ხდება ამ ურთიერთობისა, იმიერისა და ამიერის საზღვარზე. თავიდან ის ბრმაა, შეიძლება იმიტომ, რომ მის კუთვნილ ცაზე მხოლოდ კატის მოჩვენება დაფრინავს, რადგან არავინ და არაფერი დაუკარგავს და არაფერი უნანია, მხოლოდ შიში გაუშიშვლებს სულს, როცა მისი მოჩვენებითი სიძლიერე ქრება და ამით გაუთანაბრდება თავის პატრონს.
თვალები მხოლოდ მაშინ ეხილება და წამით ხედავს აღუს, როცა ბავშვები ქვებს უშენენ სახეში და აბრმავებენ ცალი თვალით. სანახევროდ სიბრმავეც ალბათ სიმბოლოა ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ თავიანთი სამყაროს აღქმის უნარი აქვთ.
ავი ძაღლების გამოდევნა და სასტიკი ბავშვები ხშირად მეორდება ოეს მოთხრობებში. ალბათ როგორც მასის ძლიერებისა და უგუნურობის სიმბოლო.
ატომის საუკუნის სული–მფარველი ატომური დაბომბის შემდგომ პერიოდში, გმირისა და ანტიგმირის, სიკეთისა და ანგარების ცნებების დაპირისპირებას და შედარებას ახდენს, ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს და არც უარყოფს. მაგალითად, კაცი, რომელიც დაბომბვის დროს დაობლებულ ათ ბავშვს იშვილებს და შეიფერებს კეთილი გმირია, მაგრამ როცა თითოეული მათგანის სიცოცხლეს სამ მილიონ იენად დააზღვევს, მისი ჰუმანურობა ეჭვქვეშ დგება. პირველ რიგში მათთვის, ვინც პირველმა შეასხა ხოტბა.
ვინ არის ის, გმირი თუ ანტიგმირი, გაქექილი ავანტიურისტი თუ მფარველი სული, ერთი მხრივ დაღუპული ბავშვების დაზღვევის თანხას ცოცხლად დარჩენილებს ახმარს, თუმცა აღაფრთოვანებს იდეა, ამავე ფულით პოლიტიკაში წასვლაზე.
ეს მოთხრობა საინტერესოა გმირად, პატრიოტად, მესიად გახდომისა და სხვა აღმატებული იარლიყების მიკერების გზებით, ეპოქა, რომელიც კრიტიკულ მომენტებში ითხოვს ასეთს, ღებულობს მას, და უმეტესად ყალბს, მედიის მიერ კარგად შეფუთულს. რეალურად, ისევე მარტივად ხდება მისი უარყოფა, როგორც ერთ დროს საყოველთაო აღიარება და თაყვანისცემა.
თუმცა მთავარი მაინც პროდუქტია, რომელსაც ის შობს.
ბავშვები, მათი დაღუპული მეგობრების თანხით აშენებულ სპორტულ დარბაზში ვარჯიშობენ და კაჟდებიან, თუმცა სიკვდილის მოლოდინი მაინც აქვთ, რადგან იციან, რომ არ აქვს მნიშვნელობა გამხდარი და უსუსური ხარ, თუ ძლიერი, ავადმყოფობა ყველას ერთნაირად უღებს ბოლოს.
საბოლოოდ, ისინი მადლობელნი არიან მათი გადამრჩენელი მამობილის, მკითხველი უკვე თანახმა, აღიაროს მისი ჰუმანურობა, თუმცა იმის გაგება, რომ ბავშვებმაც დააზღვიეს მამობილის სიცოცხლეს, ისევ თავიდან წარმოშობს კითხვას, შეიძლება კი მიღებულ იქნას აზრი, რომ ვინმეს სიკვდილში იყოს მოტივაცია და ფინანსური დაინტერესება, და ამავე დროს ემყარებოდეს სიკეთესა და ჰუმანურობას?!

April 8, 2012

to grin like a Cheshire cat


ალბათ, რომელიმე გამოცემამ  ყველაზე იდუმალი ღიმილების ათეული რომ შეადგინოს, “მონა ლიზას” გვერდით, თავს დაიმკვიდრებს,  მასზე არანაკლებ  ცნობილი ჩეშირის კატა, ლუის კეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყნიდან”.   მიუხედავად იმისა, რომ  ფრაზა  ” ჩეშირის კატასავით ღიმილი  ” კეროლს არ ეკუთვნის, პოპულარობა სწორედ მისი და ცნობილი კარიკატურისტის, ჯონ ტენიელის ილუსტრაციის შედეგად მოიპოვა. თუმცა, გაცილებით ადრე, უილიამ თეკერეიმ გამოიყენა თავის ნაწარმოებში  ჩვეული სარკაზმით, “ქალმა ჩაიცინა  ჩეშირის კატასავით”, და  ”ვინ იყო ის ბუნების მკვლევარი, რომელმაც აღმოაჩინა ჩეშირის საგრაფოში კატების ეს თავისებურება”. (The Newcomes; memoirs of a most respectable family, 1854–55)
საქმეც იმაში მდგომარეობს, რომ  არავის სჯეროდა, რომ ჩეშირის კატ

Long Day’s Journey Into Night


   იუჯინ ონილი, ცნობილი დრამატურგი,  1936 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი  ლიტერატურის დარგში და პულიცერის პრემიის მფლობელია, დაიბადა ირლანდიური წარმოშობის პოპულარული ამერიკელი მსახიობის ოჯახში, ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა დრამატურგობა, თუმცა თეორიული განათლების მიღებამდე  დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. მისი პიესების უმრავლესობა ავტობიოგრაფიულია, არც არის გასაკვირი, ის არ თაკალობდა არავითარ სამუშაოს , ხეტიალობდა, იყო უბრალო მეზღვაური, წვრილი ვაჭარი, პროვინციულ გაზეთის რეპორტიორი, ნახევარი წელი სანატორიუმშიც კი გაატარა ტუბერკულოზისგან განსაკურნად, გამოჯანმრთელების შემდეგ სწავლა გააგრძელა ჰარვარდის უნივერსიტეტში.
“გრძელი დღე იქცევა ღამედ”  ოთხმოქმედებიანი პიესაა, ტაირონების შესახებ. მოქმედება მიმდინარეობს ოჯახის უფროსის, ჯეიმზ ტაირონის საზაფხულო სახლში, 1912 წლის აგვისტოში. ონილმა თავისი ცხოვრებიდან აიღო თითქმის ყველაფერი, სახლი, სადაც გაატარა ბავშვობა კონეკტიკუტის შტატში, ახალ ლონდონში,  ოჯახის წევრები, მათი ხასიათები, თავისი ახალგაზრდობა, შეცვლილია მხოლოდ სახელები.
ტაირონების ოჯახში ყოველთვის ჩხუბი და  აყალმაყალია, ეს ყოველივე მიმდინარეობს განგაშის ზარის ფონზე, რაც უფრო მეტ ისტერიულ გარემოს ქმნის. ოჯახის დიასახლისის, მერის ხელების ნერვიული კანკალის მსგავსად. მათი ოჯახის ტრაგედიის გარეგნული მიზეზი ერთის მხრივ წარუმატებლობა, ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკებია, მეორეს მხრივ, მისი წევრების განსხვავებული ოცნებებს, ღირებულებებსა და სურვილებს შორის გამუდმებული ბრძოლა. კონფლიქტი მამასა და შვილებს, ცოლსა და ქმარს, და ძმებს შორის იმდენი კუთხითაა დანახული, რომ იქმნება საერთო სურათი, როგორ ირღვევა ოჯახი, როგორც ერთიანი და მთლიანი ინსტიტუტი.

March 14, 2012

ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას

გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტში ყოფნის სამი წლის განმავლობაში დავრწმუნდი,  და  მივედი იმ კონკრეტულ აზრამდე, რომ თქვენ ხართ სირები და კაბინეტის ვირთხები!

პატივისცემით, სალომე დვალი






March 12, 2012

შავი კარადა


ანუ ნახევრად პათეტიკური გადახვევა

 

 


 მეტროთი მგზავრობა საინტერესო, შეიძლება ითქვას ფილოსოფიური პროცესია, განსაკუთრებით ყელში ამოსული რუტინისას, როცა ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე მიმართულებით გადაადგილდები,  და  უცნობი, გაყინული სახეების, უცნაურად მოკუმული ტუჩებისა და მშობლების მხრებზე, თოჯინებივით მისვენებული ბავშვების გარემოცვაში, შენც საყოველთაო სერიოზულობის თუ დაღვრემილობის თანამონაწილე ხდები.
     ადამიანები ერთმანეთისგან მარტოობის განცდით განსხვავდებიან მეთქი, ვფიქრობდი და ვცდილობდი ზედმეტი ცნობიმოყვარეობა არ გამომეჩინა, გუმანით ვგრძნობდი, შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდოდა, მანამდე კი  უფლება მქონდა უტიფრად მეთვალიერებინა, როგორც ევროპელს ახლადაღმოჩენილი ჰომო ერექტუსის თავის ქალისათვის. ისიც მიყურებდა, თავისი ჩაცვენილი, პატარა თვალებიდან ეჭვაღძრული, ალბათ, არ მოეწონა ჩემი დაჟინებული მზერა, და თავის ბეჭედს ბებერი ხელი გადააფარა.
     ბებიაჩემის შავი კარადა გამახსენდა.
     იქნებ საყვარელი ადამიანებივით, შემოჩვეული ნივთებიც გვივსებენ სიცარიელეს და გვინახავენ თავიანთ უსულო სხეულებში.

February 10, 2012

კრემაცია



1926-2003




სხეული

    ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. წვრილმანებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. არ მახსოვს, მარტო ვიყავი, თუ არა, არც ის მახსოვს, რა ერქვა ჩემ ცოლს, ან მყავდა თუ არა საერთოდ. უკანასკნელი, რაც შემომრჩა მეხსიერებაში, ესაა ფანჯარა, ფანჯრის რაფაზე საფერფლე (ალბათ ვეწეოდი), და ფანჯრის მიღმა უსახური კორპუსი. გაინტერესებთ, დამწყდა თუ არა გული რამეზე, ჩამიარა თუ არა სიცოცხლემ კინოფირის კადრებივით, ან ვიხილე თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე? არა, სისულელეა ეგ ყველაფერი.
     მე მხოლოდ სიმშვიდე ვიგრძენი და სიცარიელე, როგორ აგიხსნათ. არეული ოთახიდან გამოსვლას ჰგავდა, ოღონდ ოთახი მე ვიყავი.


Salomea's bookshelf: read

My Name Is Red
The Stranger
Faust
The Joy Luck Club
To Kill a Mockingbird
The Catcher in the Rye
Anne Frank: The Diary of a Young Girl
Ulysses
The Master and Margarita
For Whom the Bell Tolls
Steppenwolf
The Waste Land
Roots
The Trial
Absalom, Absalom!
The Hobbit
The Fellowship of the Ring
The Little Prince
Moby-Dick or, The Whale
Uncle Tom's Cabin


Salomea Dvali's favorite books »
}